ტესტი „პროცენტებზე“
1. იპოვეთ 56-ის 25%
ა). 42 ბ). 14 გ). 25 დ). 20
2. იპოვეთ რიცხვი, რომლის 1% არის 0,5
ა). 0,005 ბ). 0,05 გ). 500 დ). 50
3. იპოვეთ რიცხვი, რომლის 10% არის 2,25
ა). 22 ბ). 225 გ). 22,5 დ). 0,225
4. ნივთის ფასი იყო 20 ლარი. ფასის შემცირების შემდეგ მისი ფასი გახდა 15 ლარი. რამდენი პროცენტით შემცირდა ფასი?
ა). 20% ბ). 25% გ). 5% დ). 15%
5. იპოვეთ რიცხვი, რომლის 12% არის 48.
ა). 4 ბ). 40 გ). 400 დ). 60
6. იპოვეთ 60-ის 40%-ისა და 200-ის 0,3%-ის შეფარდება
ა). 12 ბ). 30 გ). 40 დ). 2,4
7. მართკუთხედის ერთი გვერდი შემცირდა 20%-ით, მეორე უცვლელი დარჩა. რამდენი პროცენტით შემცირდა მართკუთხედის ფართობი?
ა). 40% ბ). 4% გ). 80% დ). 20%
8. (a+b)-ს 50% არის 2a. იპოვეთ b-a
ა). 400 ბ). 2a გ). 4a დ). 10
9. ფეხსაცმლის ფასი იყო 120 ლარი. ფასის შემცირების შემდეგ მისი ფასი გახდა 100 ლარი. რამდენი პროცენტით შემცირდა ფასი?
ა). 25/3 ბ). 50/3 გ). 12 დ). 20
10. ავზში იყო 400 მ3 წყალი. ავზიდან ჯერ ამოიღეს 15%, ხოლო შემდეგ დარჩენილის 20%. რამდენი მ3 წყალი დარჩა ავზში?
ა). 128 ბ). 272 გ). 48 დ). 60
11. იპოვეთ A, თუ ცნობილია,რომ (2A+3)-ის 12% ტოლია 3-ის
ა). 12 ბ). 30 გ). 13 დ). 11
12. რამდენჯერ არის მეტი A-ის 5%, A/2-ის 4%-ზე ?
ა). 2,5-ჯერ ბ). 2-ჯერ გ). 20-ჯერ დ). 10-ჯერ
13. წიგნის ფასი იყო a.ფასის გაზრდის შემდეგ იგი ღირს 1,025a. რამდენი პროცენტით გაიზარდა ფასი ?
ა). 20%-ით ბ). 2,5%-ით გ). 5%-ით დ). 25%-ით
14. ქურთუკის ფასი იყო a.ფასის შემცირების შემდეგ მისი ფასი გახდა b. რამდენი პროცენტით შემცირდა ქურთუკის ფასი?
ა). (a-b)∙100 ბ).[(a-b)/a]∙100 გ). a-b დ). [(a-b)/b]∙100
15. კლასში 12 გოგონა და 15 ბიჭია. გოგონების 50% და ბიჭების 20% წარჩინებული მოსწავლეა. კლასის რამდენი პროცენტია წარჩინებული მოსწავლე?
ა). 3 ბ). 50/3 გ). 100/3 დ). 30
16. იპოვეთ a-ს 5%, თუ 4a-ს 10% არის b
ა). b/8 ბ). 8b გ). b/4 დ). 4b
17. იპოვეთ რიცხვი, რომლის 50% არის 12,5
ა). 2,5 ბ). 25 გ). 125 დ). 250
18. x რიცხვის b% ტოლია 24-ის. იპოვეთ 2x-ის 2b%.
ა). 8 ბ). 96 გ). 24 დ). 12
19. ბენზინის ფასი იყო 2,2 ლარი. ფასის შემცირების შემდეგ მისი ფასი გახდა 2 ლარი. რამდენი პროცენტით შემცირდა ფასი?
ა). 100/11 ბ). 11 გ). 10 დ). 20
20. t საათში მილით ივსება ავზის 60%. რა დროში აივსება ორი ასეთი ავზი იგივე მილით?
ა). 3t10 ბ). 10t3 გ). 3t5 დ). 5t3
21. b ტოლია a-ს 20%-ის. იპოვეთ a-bb
ა). 4 ბ). 40 გ). 5 დ). 50
22. იპოვეთ A დადებითი რიცხვი, თუ მისი A% ტოლია 4-ის.
ა). 200 ბ). 4 გ). 400 დ). 20
23. წიგნის ფასი იყო 120 ლარი. ფასის გაზრდის შემდეგ იგი ღირს 132 ლარი, რამდენი პროცენტით გაიზარდა ფასი?
ა). 10 ბ). 12 გ). 32 დ). 20
24. ავტომობილის ფასი იყო 5500 ლარი. ფასის შემცირების შემდეგ მისი ფასი გახდა 5000 ლარი. რამდენი პროცენტით შემცირდა ავტომობილის ფასი?
ა). 50/11 ბ). 100/11 გ). 50 დ). 5
25. იპოვეთ A თუ მისი A2 % ტოლია 4,5-ის (A დადებითი რიცხვია).
ა). 15 ბ). 3 გ). 300 დ). 30
26. შარვალი 30 %-ით ძვირია პერანგზე, მაგრამ 22 %-ით იაფი პიჯაკზე. რამდენი პროცენტით იაფია პერანგი პიჯაკზე?
ა). 50%-ით ბ). 56%-ით გ). 58,6%-ით დ). 54,8%-ით
27. ერთი წიგნი მეორეზე 60%-ით ძვირია. რამდენი პროცენტით იაფია მეორე წიგნი პირველზე?
ა). 62,5% ბ). 160% გ). . 40% დ). 37,5% ე). 60%
28. რამდენი პროცენტით გადიდდება კვადრატის ფართობი, თუ მის პერიმეტრს გავადიდებთ 20%-ით?
1. 30,55% 2. 25% 3. 40% 4. 44% 5. 400%
29. 11,2-ის 24% ტოლია რაღაც უცნობი რიცხვის 8%-ისა. იპოვეთ უცნობი რიცხვი.
1. 336 2. 3360 3. 3,36 4. 33,6 5. 32,6
30. ბეწვის ქუდი სექტემბერში ღირდა 125 ლარი. აპრილში მისი ფასი შემცირდა 20%-ით, ხოლო სექტემბერში კვლავ მოიმატა 10%-ით. რაღირს ბეწვის ქუდი სექტემბერში?
1. 27,5 ლ. 2. 110 ლ. 3. 112,5 ლ. 4. 87,5 ლ. 5. 125 ლ.
31. ერთმანეთში აურიეს 140 გრამი 10%-იანი და 60 გრამი 30%-იანი მარილის ხსნარი. რამდენ პროცენტიანი მარილის ხსნარი მიიღეს?
1. 24% 2. 20% 3. 40% 4. 18% 5. 16%
32. იმის შემდეგ რაც გაიყვანეს მთელი გზის 46%, გასაყვანი დარჩა კიდევ 372,6 კმ სიგრძის გზა. რას უდრის გასაყვანი მთელი გზის სიგრძე?
1. 377,2 კმ 2. 690 კმ 3. 418,6 კმ 4. 17139,6 კმ 5. 69 კმ
33. მაისში ქარხანამ გამოუშვა 3600 მტვერსასრუტი, ხოლო ოქტომბერში - 4392 მტვერსასრუტი. რამდენი პროცენტით გაიზარდა ოქტომბის თვეში მტვერსასრუტების გამოშვება მაისის თვესთან შედარებით?
1. 2,2% 2. 22% 3. 12% 4. 79,2% 5. 7,92%
34. რაღაც სიდიდის 9% უდრის 36-ს. იპოვეთ ამ სიდიდის 15%.
1. 6 2. 42 3. 0,6 4. 60 5. 600
35. ბავშვებმა ტყეში შეაგროვეს 160 ცალი ქამა სოკო. მთელი შეგროვილი სოკოს 75% შეწვეს. ხოლო დანარჩენით სალათი მოამზადეს. რამდენი ცალი სოკო გამოიყენეს სალათის დასამზადებლად?
36. ავტომობილმა დახარჯა ბენზინის ავზის ტევადობის 80%. ამის შემდეგ ავზში დარჩა 8 ლ. ბენზინი. რამდენი ლიტრი ბენზინი დაუხარჯავს ავტომობილს?
ა). 20 ბ). 8 გ). 32 დ). 40
37. ნივთის ფასი იყო a ლარი.ფასი გაიზარდა და გახდა 1,2a ლარი. რამდენი პროცენტით გაიზარდა ფასი?
ა). 12% ბ). 20% გ). 2% დ). 0,2%
38. რამდენი ლიტრი წყალი უნდა შეურიოთ 10 ლიტრ სპირტს, რომ მიღებულ ნარევში წყლის შემცველობა 75%-ის ტოლი იყოს?
ა). 50ლ. ბ). 20ლ. გ). 40ლ. დ). 30ლ.
39. ფირმამ იანვარში გამოუშვა პროდუქციის 80 ერთეული, თებერვალში გაზარდა პროდუქციის რაოდენობა 25%-ით, ხოლო მარტში შეამცირა 10%-ით, ვიდრე თებერვალში. საშუალოდ რა რაოდენობის პროდუქციას უშვებს ფირმა ერთ თვეში?
ა). 270 ბ). 85 გ). 90 დ). 95
40. მართკუთხედის მცირე გვერდი პერიმეტრის 10%-ია. რამდენჯერაა მეტი დიდი გვერდი მცირე გვერდზე?
ა). 2-ჯერ ბ). 3-ჯერ გ). 4-ჯერ დ). 5-ჯერ
41. რომელია მეტი: 12-ის 5%, თუ 5-ის 12%?
ა). 12-ის 5% ბ). 5-ის 12% გ). ტოლია დ). შედარება შეუძლებელია
42. პირველი მგზავრობისას ავტომობილმა დახარჯა ბენზინის 25%, მეორე მგზავრობისას კი დარჩენილის 20%. რამდენი ლიტრი ბენზინი იყო თავდაპირველად ავზში, თუ ამის შემდეგ ავზში დარჩა 27 ლიტრი ბენზინი?
ა). 15 ბ). 30 გ). 45 დ). 40
43. რამდენი პროცენტით არის 15 მეტი 12-ზე?
ა). 20 ბ). 25 გ). 3 დ). 20
44. მგზავრმა გაიარა 150 კმ. ამის შემდეგ მას გასავლელი დარჩა მთელი გზის 40%. იპოვეთ მთელი გზის სიგრძე?
ა). 250 ბ). 375 გ). 3750 დ). 190
ბევრი შეცდომაა ნაწერში და ზოგი ამოცანის ამოხსნა შეუძლებელია მაგ.27,13 და 8 ის მერე 10 არ მოდის
ReplyDeleteრომელი ამოცანის ამოხსნაა შეუძლებელი. მიუთითეთ და ამოხსნას დავდებ!
Deletemeotxis amoxsna damidetra gtxovt😍
ReplyDelete1. 20-15=5
Delete2. (5/20)*100%=25%
meshvidecra dzaangtxovt 😏mchirdeba dzaan
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
DeleteI გვერდია x და მეორე გვერდი y, მაშინ ფართობია S=xy, ხოლო ახალი მართკუთხედის გვერდებია 0,8x და y, ფართობი კი S=0,8xy
Delete1. xy-0,8xy=0,2xy
2. (0,2xy/xy)*100%=20%
რიცხვის 20%ის 20%არის 12... ეს რიცხვია?
ReplyDeleteplz
x*0,2*0,2=12
Delete0,04x=12
x=12:0,04
x=1200:4
x=300